ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა ჟრიამულითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო.
სკოლის ადმინისტრაცია მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შთამბეჭდავი ღონისძიებით შეეგება, პედაგოგებმა კი, ბავშვებს მარავალფეროვნად მორთულ საკლასო ოთახებში უმასპინძლეს.
სკოლის დირექტორმა - ქიშვარდ გორგოშაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მათ წინსვლა უსურვა.
„წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობლებს. განსაკუთრებით კი - პირველკლასელებს, რომლებისთვისაც დაირეკა პირველი ზარი.
უდიდესი წარმატება ჩვენს პატარებს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: