თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის მეორე სიცოცხლე
11-05-2018

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში არის ერთი ადგილი, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. აქ თითქმის ყოველდღე ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, თუმცა ამ ადგილის ყველაზე დიდი ხიბლი მაინც წიგნებია. 

სკოლის ბიბლიოთეკა 1965 წლიდან ფუნქციონირებს. 2009 წელს კი ბი-პი-სა (British Petroleum) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამის ფარგლებში მოპოვებული გრანტით, რომლის ღირებულება 15000 ლარს შეადგენდა, ბიბლიოთეკა ახლიდან გაკეთდა და წიგნების ფონდით შეივსო. მოეწყო სამკითხველო ოთახი სპეციალური მაგიდებით და გაკეთდა კედლის ერთიანი თაროები. 

„სკოლაში ბიბლიოთეკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. აქ აღვნიშნავთ საზოგადო მოღვაწეთა საიუბილეო თარიღებს, ტარდება გაკვეთილები, როგორც სადამრიგებლო საათის, ასევე  თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში. აქვე მინდა ვახსენო, რომ თანადაფინანასების საკითხში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თემმაც და მადლობა მათ,“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა გიული ზაქაიძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას. 

ბიბლიოთეკას სტუმრები ყოველთვის ჰყავს. მოსწავლეები, როგორც დაწყებითი, ისე საშუალო საფეხურიდან და მათი მშობლები ხშირი და მუდმივი მკითხველები არიან. მოსწავლეებისთვის სპეციალური ნომინაცია „ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი“ დაწესდა, რომლითაც მოსწავლებს წლის ბოლოს აჯილდოვებენ. 

„მოსწავლეები აქტიურად ზრუნავენ ბიბლიოთეკაზე, მათი დახმარებით დაზიანებულ წიგნებს ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ. წიგნების შერჩევისას მრავალ ფაქტორს ვითვალისწინებთ, მათ შორის მოსწავლეთა ასაკს, ინტერესებს და ასევე, საგნობრივი კათედრების მიერ მოწოდებულ წინადადებებსა და ინიციატივებს“ - დასძინა სკოლის დირექტორმა.  

ამჟამად ბიბლიოთეკის ფონდი 4000-ზე მეტ წიგნს მოიცავს. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203