ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
11-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს. 

მოზარდები ასევე ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებს გაეცნენ და მრგლოვანით წერა-წაკითხვა ისწავლეს. 

პედაგოგები კი მათ დედა ენის დღის მნიშვნელობასა და მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203