სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში პირველკლასელები საზეიმოდ დაასაჩუქრეს
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში ახალი 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. გიმნაზია-პანსიონში უდიდესი სიყვარულით მიიღეს მოსწავლეები, რომლებმაც ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები გადაგეს - ესენი პირველკლასელები არიან. მათ მეუფე იეგუდიელმა საჩუქრად ფოტო-პერსონალური წიგნები გადასცა.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
„პირველკლასელებს მეუფე იეგუდიელმა საჩუქრად გადასცა ფოტო-პერსონალური წიგნები - „ქართველი გენიოსის, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის” საფუძველზე შექმნილი ანბანის შემსწავლელი ფოტო-პერსონალური წიგნი-მეთოდი“,- გვიყვებიან გიმნაზია-პანსიონში.
იხილეთ ფოტოები: