თითოეულ გამარჯვებულ მასწავლებელს 10 ათასი ლარი გადაეცემა - რა იცვლება ზოგადი განათლების კანონში
20-09-2023
2023 წელს მასწავლებლის ეროვნულ პრემიას მიიღებს 10  მასწავლებელი - ამის შესახებ ზოგადნი განათლების კანონში შესატან იმ ცვლილებათა პაკეტში წერია, რომლის ავტორიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავრობამ მასწავლებლის ეროვნული დღე დააწესა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს გამოვლინდებიან პედაგოგები რომლებსაც  ფულადი ჯილდო და შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცემათ. 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ  2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 600.0 ათასი ლარით, რაც მოიცავს 10 (ათი) მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს. 2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული დღე“ წლიური ბიუჯეტი განსაზღვრული იქნება 1 000.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ასევე მოიცავს მასწავლებლების ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203