„პოეზია ბუნებაში“ -ვარდისუბნის საჯარო სკოლის ლამაზი საღამო
11-05-2018
ვარდისუბნის საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელმა მართა ტაბატაძემ მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ღონისძიება „პოეზია ბუნებაში“  ჩაატარა.

დღის განმვლობაში მოსწავლეები დაცული ტერიტორიის ტყე-პარკს და ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდნენ, დასასრულს კი პოეზიის საღამო ბუნებაში გაიმართა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა განაცხადა, მიზანი იყო მოსწავლეების „პოეზიის ძალა“ ეგრძნოთ: 

„პოეზია აკეთილშობილებს ადამიანის ბუნებას. ხელს უწყობს სულის განვითარებას, ადამიანის სულის ამაღლებას. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, მოსწავლეებისათვის ,,პოეზიის ძალა“ გვეგრძნობინებინა.“- განაცხადა მართა ტაბატაძემ. 

სკოლის დირექციის ინფორმაციით, საღამო განსაკუთრებულად ლამაზი იყო. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203