ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო გარემოში აღინიშნა.
სკოლაში პირველკლასელებისთვის ღონისძიება მოეწყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების ჩატარებაში დიდი წვლილი უფროსკლასელებს მიუძღვით.
ბავშვებმა ზეიმზე დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს. მათთვის ასევე სკოლის ეზო და საკლასო ოთახები საზეიმოდ მოირთო, რამაც პირველკლასელებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
პედაგოგები და დირექცია ყველა მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას.
იხილეთ ფოტოები: