გაუქმდა ესგ-ს III კარი, სავალდებულო რჩება ესგ-ს I კარი - ცვლილებები
26-09-2023
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სიახლეები, კერძო საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

ცვლილებების შესახებ ცნობილი, მედიისთვის სამინისტროს ოფიციალური გვერდიდან გახდა და როგორც უწყების გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, კერძო სკოლებისთვის უქმდება ეროვნული სასწავლო გეგმის III კარი, რომელიც აღწერს წლიურ სარეკომენდაციო პროგრამებს და მიზნის მიღწევის გზებსა და საშუალებებს;

სავალდებულოდ განისაზღვრება, მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის I თავი, რომელიც განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიზნებსა და პრინციპებს;

მასთან, სავალდებულო იქნება საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში საფეხურის ბოლოს განსაზღვრული მიზნის მიღწევა. თუმცა სკოლა თავად განსაზღვრავს რომელი საგნის/საგნების ფარგლებში, რა გზით, როგორი საათობრივი დატვირთვით მიაღწევს დადგენილ მიზანს, ხოლო კლასის დაძლევის იდეა ჩანაცვლდა საფეხურის დაძლევის იდეით.

სკოლა ვალდებულია საფეხურის დაძლევამდე კლასის დაძლევის მიზნით მოსწავლეებს შესთავაზოს მხარდამჭერი პროგრამები. ექსტერნი შეეხება მხოლოდ საფეხურის დაძლევას;
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203