კერძო სკოლის პედაგოგებს მასწავლებლის სახლის ტრენინგების უფასოდ გავლის უფლება მიეცათ
22-09-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, კერძო სკოლების წარმომადგენლებს ყველა ის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც ავტორიზაციას, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემას ეხება.

სიახლეები, პედაგოგებს, ესგ-ს, სკოლის ადმინისტრაციასა და ავტორიზაციას ეხება - ყველა დეტალი

მათ შორის, ერთ-ერთი გახლავთ პედაგოგთა ტრენინგები - კერძო სკოლის პედაგოგები მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ჩართვას შეძლებენ:

პედაგოგთა ნაწილი მასწავლებელთა სქემაში ჩართვის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ - ვისთვის მოხსნა კვირეული დატვირთვის შეზღუდვა

„მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203