საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ - დამტკიცდა ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის ფორმა
22-09-2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2023 წლის 14 სექტემბრის N 1154500 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა „პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საავტორიზაციო განაცხადის ფორმებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმის დამტკიცების შესახებ" სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 20 თებერვლის №221888 ბრძანებაში და განახლებული სახით ჩამოყალიბდა:

1. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადის ფორმა;

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ განაცხადის ფორმა;

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების განაცხადის ფორმა;

4. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვების შესახებ განაცხადის ფორმა.

ასევე, დამატებით დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების რეავტორიზაციის/ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის ფორმა.

პირველადი ავტორიზაციის მიზნებისათვის, ძალაში დარჩა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმა.

2023 წლის 14 სექტემბრის N 1154500 ბრძანების ძალაში შესვლამდე დაწყებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სრულდება ცენტრის დირექტორის 2020 წლის 20 თებერვლის №221888 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმების მიხედვით.

ასევე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 14 სექტემბრის N 1154523 ბრძანებით განახლებული სახით დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმები:

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა;

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა;

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მოპოვების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა.

2023 წლის 14 სექტემბრის N 1154523 ბრძანების ძალაში შესვლამდე დაწყებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება სრულდება ცენტრის დირექტორის 2021 წლის 24 თებერვლის №158684 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით.

განახლებული განაცხადის ფორმები და ექსპერტთა დასკვნის ფორმები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/477/formebi;

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203