სასაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა 
21-09-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი, ჟრიამულით, საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

„სასაშის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ახალი ენერგიით და შემართებით, წარმატებული და ნაყოფიერი წელი მოგმადლოთ უფალმა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203