რატომ მოიხსნა სქემაში ჩართვის ვალდებულება კერძო სკოლის პედაგოგებისთვის - „ვისაც ეხება, ის გეტყვით, როგორი კმაყოფილია“
25-09-2023
რატომ მოხსნა განათლების სამინისტრომ კერძო სკოლის პედაგოგებისთვის მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის ვალდებულება? - ამ კითხვაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განმარტება etaloni.ge - სთან გააკეთა:

„ვისაც ეხება [ეს საკითხი] ის გეტყვით, თვითონ როგორი კმაყოფილია. კერძო სკოლების მრავალწლიანი თხოვნა და მოთხოვნა იყო -  მოგვეცით ჩვენ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად ავარჩიოთ მასწავლებლები, იქნება ეს სქემაში ჩართული თუ არა. თავად გადაწყვეტენ, უნდათ მასწავლებლებს ჩაერთვებიან [სქემაში], არ უნდათ - არ ჩაერთვებიან“ - განაცხადა მინისტრმა, თუმცა ჩვენს დამატებით კითხვას იმოქმედებდა თუ არა ეს ფაქტი, კერძო სკოლებში მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე, განათლების ხარისხის დონის შენარჩუნებაზე, ან როგორ მოხდებოდა იმის კონტროლი თუ ვინ შედის მოსწავლეებთან გაკვეთილზე მინისტრმა აღარ უპასუხა.

20 სექტემბერს სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაში, რომელიც საჯარო უწყების ოფიციალური გვერდიდან გახდა, კერძო სკოლებისთვის არაერთი შეზღუდვა და ვალდებულება მოიხსნა. ცვლილებები შეეხო, როგორც პედაგოგებს, ისე ავტორიაზაციას ეროვნულ სასწავლო გეგემასა და ადმინისტრაციას.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედებისას სქემაში ჩართვა სავალდებულო მხოლოდ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის იყო, თუმცა რამდენიმეწლიანი მსჯელობის შემდგომ, კერძო სკოლებში პედაგოგთა კვალიფიკაციის საარწმუნოობის დადასტურების გამო სქემაში ჩართვა მათთვისაც სავალდებულო გახდა, მაგრამ კერძო სკოლის პედაგოგები სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ სტატუსის (უფრსოი; წამყვანი; მენტორი) დანამატს არ იღებდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203