სვერის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
22-09-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სასკოლო საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმა თამაზ ცუცქირიძემ მიმართა, ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები სიგელებითაც დააჯილდოეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203