„თამაში ორმხრივი ბარათებით“ - ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლისა და  VIII კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა 
22-09-2023
გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.

VIII კლასის მოსწავლეებმა ისტორიაში, მასწავლებელ თეა თოლორდავას ხელმძღვანელობით აქტივობა - „თამაში ორმხრივი ბარათებით“ განახორციელეს. მათზე ევროპისა და საქართველოს ურთიერთობის ამსახველი სხვადასხვა ცნობაა დატანილი. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიუნალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203