ჭიკაანის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის პირველი ზარი ზარ-ზეიმით დაირეკა 
22-09-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს პირველი ზარი დაირეკა.

ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი პირველკლასელთათვის იყო. ბავშვებს პედაგოგები და დირექცია მომზადებულები შეხვდნენ - მათთვის სკოლის ეზო და საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მოიკაზმა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს არდადეგებზე მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს, იხალისეს და პედაგოგებთან ფოტოები გადაიღეს.

დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით ულოცავენ მოსწავლეებს ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას.

„გილოცავთ ჩემო პატარებო ცოდნის სამყაროში შემობრძანებას. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203