ონტოფოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა საზეიმო მიღებით განახლდა 
22-09-2023

აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი მოსწავლე-მასწავლებლებმა ენთუზიაზმით დაიწყეს.

მოსწავლეებისთვის დირექციამ და პედაგოგებმა სკოლის შენობა სადღესასწაულოდ, ბუშტებით მორთეს. ისინი ბავშვებს დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეეგებნენ. მოსწავლეებს ლამაზად მორთულმა საკლასო ოთახებმა განწყობა კიდევ უფრო აუმაღლეს.

ბავშვებმა ერთმანეთს ზაფხულის შთაბეჭდილებები გაუზიარეს და ახალი სასწავლო წელი შემართებით დაიწყეს.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებულ, საინტერესო, ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203