სენაკის N7 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის შესახებ საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს
22-09-2023
სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობაში ხშირად ერთვებიან.
გამონაკლისი არც პროექტი - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ყოფილა, რომელიც აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. მასში საზოგადოებრივი კათედრის წევრები - ჟანა ბარამია, ირმა კორძახია და ბიძინა ტაბაღუა; ქართულის ენის კათედრის წევრები - მირანდა ცქიტიშვილი, ია მიქიაშვილი დალი ტყებუჩავა და ნონა ხვითარია; ესთეტიკის კათედრის წარმომადგენლები - მზია ბარქაია, ლიკა ნარსია და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შემდეგი ნამუშევრები შექმნეს:
საინფორმაციო ბუკლეტები როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით:
აფხაზური ტრადიციების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ნინო ადამია, IX კლასის მოსწავლე;
კულტურის ძეგლები აფხაზეთში - ბარბარე ჭყონია, IX კლასის მოსწავლე;
ესსე
„ შენ სულ აფხაზობ , რაც არსებობს ეს საქართველო...“ - სანაია ლიზი, X კლასის მოსწავლე;
კონკრეტული ადგილის ამბავი
სოფელ კომანის ისტორია - ნინო ადამია, IX კლასის მოსწავლე;
ვიდეორგოლი, რომელშიც შემდეგი ინფორმაციაა წარმოდგენილი:
აფხაზეთის ტურისტული მარშუტი - გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ბუნებრივი ძეგლები - ლიზი ქავთარაძე, IX კლასის მოსწავლე;
აფხაზეთში არსებული კულტურული ძეგლები - შენობა-ნაგებობების როგორც წარსულის ისტორია, ასევე თანამედროვე მდგომარეობა - ბარბარე ჭყონია, IX კლასის მოსწავლე;
აფხაზური ტრადიციები, რომელშიც პარალელია გავლებული ქართულ ტრადიციებთან - ნინო ადამია, IX კლასის მოსწავლე
აფხაზური სამზარეულო - მართა ჩიქობავა VII კლასის მოსწავლე, ლიზი კარანაია VII კლასის მოსწავლე;
მხატვრულ - ლიტერატურული კომპოზიცია:
საბა სიგუა, XI კლასის მოსწავლე;
ლიზი კარანაია, VII კლასის მოსწავლე;
გაბრიელ ადამია, I კლასის მოსწავლე;
ნინო ადამია, IX კლასის მოსწავლე.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსები მოამზადეს, რისთვისაც დრო და ენერგია არ დაიშურეს.