3 ძირითადი გამოწვევა, რომელსაც პედაგოგები სწავლების პროცესში აწყდებიან 
23-09-2023

პედაგოგობა საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო და დასაფასებელი პროფესიაა, რომელიც მუდმივად სიახლეებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მასწავლებლები, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებენ. 

არსებობს 3 ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც, ყოველდღიურად დგებიან პედაგოგები. 

1. ეფექტური კომუნიკაციის ნაკლებობა 

მოსწავლეებთან ურთიერთობა არ არის მარტივი საქმე, აუცილებელია, რომ მოსწავლეები პედაგოგს ენდობოდნენ და მასთან, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება შეეძლოთ. ეფექტური კომუნიკაცია, მოსწავლეების საჭიროებების აღმოჩენისთვის და მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეების წარმოჩენისთვის აუცილებელია. 

2. მშობლებთან კომუნიკაცია 

სასწავლო პროცესში მშობლების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური კვლევები აჩვენებს, ის მოსწავლეები, რომლების მშობლებიც აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში, მეტად წარმატებულები არინ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იპოვონ ოქროს შუალედი და ზომიერად ჩაერიონ სასწავლო პროცესში, ამას კი სწორედ პედაგოგი არეგულირებს, რაც საკმაოდ რთული, თუმცა აუცილებელია. 

3. ზეწოლა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან 

მასწავლებლები ხშირად განიცდიან ზეწოლას სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, რათა შეიმუშაონ სწავლების ახალი სტრატეგიები, გზები და გააუმჯობესონ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. სკოლის მთავარი ინტერესია, საუკეთესო მოსწავლეები აღზარდონ და სხვა სკოლებს კონკურენცია გაუწიონ.  გავლენის ქვეშ მოქცეული მასწავლებლებისთვის, საკმაოდ რთულია ისე წარმართონ სასწავლო პროცესი, როგორც თავად სურთ და როგორც საჭიროა მოსწავლეებისთვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203