სწავლა 2 საჯარო სკოლაში შეწყდა - სტიქიამ სასმელი წყლის სისტემა ლანჩხუთში დააზიანა
22-09-2023

სასმელი წყლის სისტემის დაზიანების გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნინოშვილისა და ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2 ოქტომბრამდე შეჩერებულია - ინფორმაცია სკოლის Faceebok-გვერდზე გამოქვეყნდა.

დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს - ნინო ჩიტაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ აღნიშნულ საჯარო სკოლებში საგაკვეთილო პროცესი შეჩერებულია.

„სტიქიამ დააზიანა სასმელი წყლის სისტემა... აქედან გამომდინარე, სწავლა ნინოშვილისა და ჯურუყვეთის N1 სკოლებში შეჩერებულია... გეგმაში გვაქვს, რომ 2 ოქტომბრისთვის საკითხი მოგვარდება“, - განაცხადა ნინო ჩიტაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203