სკოლას მოსწვლეების შესაფასებლად საკუთარი სისტემის დანერგვა შეეძლება - ახალი დეტალები ცნობილია
23-09-2023
კერძო სკოლებისთვის გამოცხადებული სიახლეებიდან, ცნობილი გახდა, რომ  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ გამოიყენონ მოსწავლეთა შეფასების საკუთარი, განსხვავებული სისტემა და განმსაზღვრელი შეფასება დაწყებითი კლასებშიც დანერგონ. 

როგორც ცნობილია, აქამდე როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის დაწყებით საფეხურზე განმსაზღვრელი შეფასება არ იწერებოდა და მხოლოდ განმავითარებელი შეფასება ეძლეოდათ მოსწავლეებს. ცვლილებების შემდგომ, კერძო სკოლებს უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც.

მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა;

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10 ბალიან სისტემაში;
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203