სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, ჯამში 5 030 796 ლარის ღირებულების ლეპტოპი საქართველოს საჯარო სკოლების 5051 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა, - ინფორმაციას განათლების ინფრასტრუქტურის სააგენტო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).