„გილოცავთ, ამ დიდ წარმატებას“ - წინანდლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნია ბათიაშვილი სწავლას ამერიკაში, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში გააგრძელებს
25-09-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებასა და ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. 

სწორედ ამის დამსახურებაა ისიც, რომ კურსდამთავრებულები დასახულ მიზნებს აღწევენ. ამჯერად, სკოლაში ნია ბათიაშვილის მიღწევით ამაყობენ, ის სწავლას ამერიკაში, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში გააგრძელებს. გარდა ამისა, ის ეიბ ფრანკის სიმებიან კვარტეტში ასისტენტი იქნება. 

„მინდა გაგიზიაროთ, რომ გავაგრძელებ სწავლას ამერიკაში, ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიქნები კარმელო დე ლოს სანტოსის კლასში, საოცარი ადამიანი და მევიოლინე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს აქ ვარ! დიდი მადლობა პროფესორ კიმბერლი ფრედენბურგს, ასევე შესანიშნავ მუსიკოსს და ადამიანს, რომელიც ძალიან დამეხმარა! მოხარული ვარ, რომ ვიქნები ასისტენტი ეიბ ფრანკის სიმებიანი კვარტეტში ჩემს კოლეგებთან ერთად!!
მადლობა, ჩემს მასწავლებლებს და ადამიანებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ ამ ყველაფერში. ოცნებები ხდება კარგი ადამიანების მეშვეობით და უფრო მეტი ვიდრე ოცნებები“,- წერს ნია ბათიაშვილი. 

სკოლაში კი მას წარმატებებს უსურვებენ.

„ნია, ჩვენო უნიჭიერესო და უსაყვარლესო, შენი წინანდლის საჯარო სკოლა გილოცავს ამ დიდ წარმატებას და საუკეთესო მომავალს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203