„ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული სიამაყით შევხვდით“ - კიზილქილისას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას
25-09-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება განსაკუთრებით ახარებთ, შესაბამისად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ. დღეს კი ახარებთ, რომ მათი შრომა დაფასდა და ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლა ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული სიამაყით და სიხარულით შეხვდა. სკოლის 9 კურსდამთავრებულიდან 6 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.

კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.

წელს სკოლიდან სტუდენტი გახდა:

  1. ალი ალიევი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  2. აიგულ სალიმოვა - სოხუმის უნივერსიტეტი;
  3. ირადა გასანოვა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. მურათ მუსაევი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. ვუსალ​ კურბანოვი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. თურქან ნაბიევა ​- ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„გილოცავთ ყველას, წინსვლა და წარმატება იყოს მუდამ თქვენი თანამგზავრი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203