ქუთაისის 24-ე სკოლაში დაწყებითი კლასებისთვის „ეტალონი“ ჩატარდა - პედაგოგის კრეატივი
16-11-2016
ქუთაისის N24 სკოლის მასწავლებელმა, მარიკა კოჩაძემ, ინტელექტ-შეჯიბრი ''ეტალონის'' ანალოგი დაწყებით კლასებში ჩაატარა. 

მარიკა კოჩაძის თქმით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი უნთუზიაზმით არიან ჩართულები ინტელექტ-შეჯიბრში, ასევე სხვა სკოლებიც დაინტერესდნენ:

"თქვენმა პროექტმა მომცა იდეა, რომ ჩემს სკოლაში გამეკეთებინა "ეტალონი" დაწყებით კლასებში. "power point"-ში ავაწყვე თქვენი გადაცემის ანალოგი, გამოვიყენე ჩვენი მასწავლებლის პროგრამიდან ეკრანის გაზიარება და ბუკები, შარშან საცდელი ვერსია მქონდა, წელს კი ჩვენი სკოლის დაწყებით კლასებში ვნერგავთ, დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი სკოლის მოსწავლეები, სხვა სკოლებიც დაინტერესდნენ და შემომთავაზეს თანამშრომლობა. მადლობა რომ არსებობთ და შექმენით ასეთი კარგი პროექტი"- აღნიშნავს ქუთაისის N24 სკოლის მასწავლებელი მარიკა კოჩაძე. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203