ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსებში ჯილდოები მოიპოვეს
11-05-2018
ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, ქეთევან ბურნაძემ, სოფიკო ესიტაშვილმა და ერეკლე მოდებაძემ სხვადასხვა კონკურსში დამაჯერებელი შედეგი აჩვენეს.  

კერძოდ, ქეთევან ბურნაძემ მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონატზე II ადგილი მოიპოვა და ის ნელი სალაძის აკადემიამ წარმატებული გამოსვლისათვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა. 

სოფიკო ესიტაშვილი და ერეკლე მოდებაძე საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირმა ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XI რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“ მონაწილეობისათვის და საშემსრულებლო ოსტატობისათვის  „ლაურიატის მედლით“ დააჯილდოვა.

ქვემო ხოდაშნის საჯარო   სკოლის დირექცია მათ გამარჯვებას ულოცავს და მეტ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203