სკოლაში, სადაც ჭერი ჩამოინგრა სასწავლო პროცესი შეწყდა - დაშავდა მშობელი და დამლაგებელი
26-09-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში, სადაც 300-ზე ცოტა მეტი მოსწავლე სწავლობს ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა 25 სექტემბერს შუადღის საათებში, მაშინ მოხდა, როცა სკოლაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა.  ინციდენტის შედეგად სკოლის დამლაგებელი და მშობელი დაშავდა.

როგორც ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა ოსეფაშვილი გვეუბნებია, უახლოეს დღეებში იგეგმებოდა სკოლის დაცლა და სხვა შენობაში გადასვლა, ვინაიდან აღნიშნული შენობა სერიოზულად იყო დაზიანებული. 

„აივნიდან პერიოდულად ცვიოდა ცემენტი და ყველა გაფრთხილებული იყო, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ. შიგნით შენობა ისეთია, ლურსმანს ვერ მიაჭედებ, ქვა და რკინაა.

ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ შენობაში გადავალთ სწავლის გასაგრძელებლად, სავარაუდოდ უახლოეს 2 დღეში გადაწყდება ეს საკითხი. ახლა სკოლაში სწავლა შეწყვეტილია“, - გვეუბნება სკოლის პედაგოგი.

სოფელ ნატანებში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ვაჩეიშვილის განცხადებით, არცერთ მათგანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დამლაგებელი კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მშობელს, მას ფეხებზე დაეცა და ის სახლშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203