სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძიუდოში სარაიონო შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
11-05-2018
წალკის, სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები ძიუდოში წალკაში გამართულ სარაიონო შეჯიბრში მონაწილეობდნენ. ვაკო ფირცხელიანმა, გიგი ცეცხლაძემ, გიორგი გიგლემიანმა, ანრი საგინაძემ, მაქსიმე ჩხვიმიანმა, ირაკლი საგინაძემ, ალექსი მურადიანმა და გიორგი ბოლქვაძემ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და მედლებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ირაკლი საგინაძე- I ადგილი; ვაკო ფირცხელიანი - I ადგილი; მაქსიმე ჩხვიმიანი - I ადგილი.
სკოლა ახალგაზრდა ძიუდოსიტებს წარმატებას ულოცავს.
„წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა ძიუდოსიტებს, ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება მიგველოცოს მათთვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები