სწავლება თამაშით - დამხმარე ციფრული რესურსები მასწავლებლებისთვის 
03-10-2023

ციფრული საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით” გამიზნულია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებისთვის (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის). რესურსის გამოყენება შესაძლებელია ფორმალური და არაფორმალური განათლების მიზნებისთვის

სკოლაში, ოჯახში, ბავშვთა დღის ცენტრში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს ბავშვებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა: შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ციფრულ რესურსს საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს.

იგი ეფექტურად შეიძლება იქნას გამოყენებული ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის როგორც დამოუკიდებელი, ასევე ინტეგრირებული სწავლა- სწავლების პროცესში.

„ვსწავლობთ თამაშით“ იუნისეფ-ის საქართველოს ოფისისა და განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად, რამდენიმე წლის წინ შეიქმნა.

დანერგვის პირველი ეტაპის შემდეგ, 2020 წელს მოხდა მასწავლებლების მოსაზრებების დამუშავება და რესურსში ცვლილებების გათვალისწინება.  დღეს უკვე მას აქტიურად იყენებენ მასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვსწავლობთ თამაშით windows ვერსია (64 bit): https://drive.google.com/file/d/1lxhKKlpNfCOnsyOJ

ვსწავლობთ თამაშით windows ვერსია(32 bit): https://drive.google.com/file/d/1ZtHXCTLXL0qhiOc

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203