დუშეთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნანა კაიშაურმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინა
11-05-2018
დუშეთის კულტურის ცენტრში დუშეთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის ნანა კაიშაურის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მასწავლებლის სხვადასხვა დროს შესრულებული ნამუშევრები.
„თითოეულ მათგანს თავისი შინაარსობრივი და თვისობრივი დანიშნულება აქვს და ავტორის თბილი და უზომო სიყვარულით სავსე დამოკიდებულებაა აღბეჭდილი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
დუშეთის N1 საჯარო სკოლა მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს.