eTwinning -ის პროექტში თელავის N1 საჯარო სკოლის სამი პედაგოგი შეირჩა
11-05-2018
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ eTwinning -ის პროექტში კონკურსის შედეგად თელავის მეფე ერეკლე II-ის სახელობის N1 საჯარო სკოლის სამი პედაგოგი შეირჩა: ნანა გარჯიკაული, რუსუდან ჭანკოტაძე და მაია კობახიძე.
პროექტი ევროპის და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
სკოლა მასწავლებლებს ამ წარმატებას ულოცავს და მათ პროფესიული განვითარების გზაზე წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტოები