ახალგაზრდების 57% განათლებას არ იღებს, 58% კი უმუშევარია  - კვლევა 
28-09-2023
„დღემდე უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან განათლების სფეროსა თუ შრომის ბაზარზე“, -  ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა 14-29 წლის ახალგაზრდებმა მიიღეს გამოიკვეთა რომ ახალგაზრდების თითქმის მესამედი არც განათლებას იღებს, არც რაიმე სასწავლო პროგრამაშია ჩართული, და არც დასაქმებულია, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს თითქმის ხუთჯერ აღემატება.

გთავაზობთ, კველვის ფარგლებშუ გამოკვეთილ ძირითად მიგენებებს:

საქართველოში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების უმრავლესობა (57%) განათლებას არ იღებს, გამოკითხულთა მხოლოდ 43% სწავლობს ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

განსხვავებები იკვეთება ასაკისა და სქესის მიხედვით, შედარებით მეტი ახალგაზრდა ქალი იღებს განათლებას (45%), ვიდრე მამაკაცი (41%). ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ დედაქალაქში (47%) ან სხვა დიდ ქალაქებში (42%), უფრო ხშირად იღებენ განათლებას, ვიდრე სოფლად მცხოვრები მათი თანატოლები (40%).

ახალგაზრდების უმრავლესობა კმაყოფილია ქვეყანაში მიღებული განათლებით - გამოკითხულთა თითქმის სამი მეოთხედი (72%) კმაყოფილია განათლებით, რომელსაც იღებს ან მიუღია სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ახალგაზრდების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მიღებული განათლება კარგად ამზადებს მათ შრომის ბაზრისთვის. გამოკითხული ახალგაზრდების თითქმის ორი მესამედი, რომელიც იღებს განათლებას, დარწმუნებულია, რომ სასწავლო პროგრამა სათანადოდ ამზადებს მათ შრომის ბაზრისთვის.

ისინი, ვინც ამჟამად სწავლობენ და არიან დასაქმებულები, შედარებით ნაკლებ კმაყოფილები არიან მიღებული განათლებისშრომის ბაზართან შესაბამისობით, ვიდრე ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები.

ახალგაზრდების უმრავლესობა (58%) ამბობს, რომ არ აქვს სამსახური. ყოველი ხუთი გამოკითხულიდან ერთი (21%) აქტიურად ეძებს სამსახურს, ხოლო რესპონდენტთა 38% აღნიშნავს, რომ არ ეძებს სამსახურს.

ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში და შედარებით მაღალი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, უფრო მეტად არიან დასაქმებულები.

14-29 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 31% არც განათლებას იღებს, არც რაიმე სასწავლო პროგრამაშია ჩართული და არც დასაქმებულია.

ეს ვითარება უფრო ხშირია ახალგაზრდა ქალებში, ახალგაზრდა მამაკაცებთან შედარებით. თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებიდან ყოველი მეხუთე არც განათლებას იღებს, არც რაიმე სასწავლო პროგრამაშია ჩართული და არც დასაქმებულია, ხოლო თბილისს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების თითქმის ერთი მესამედი არ არის დასაქმებული.

25-29 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი არც დასაქმებულია და არც სწავლობს.

ახალგაზრდების დაახლოებით მეოთხედი (24%) აღნიშნავს, რომ ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მოხალისეობრივად შეუსრულებია რაიმე არაანაზღაურებადი საქმე. 

ახალგაზრდა მამაკაცებს, დასაქმებულ და დასაოჯახებელ ახალგაზრდებს მეტად აქვთ არაანაზღაურებადი მოხალისეობრივი სამუშაოს შესრულების გამოცდილება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203