სკოლებსა და ბაღებში სტაჟირება არ ანაზღაურდება - კანონპროექტი
27-09-2023

საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლის წესში ცვლილებების პაკეტი საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ წარადგინა.

პარლამენტარის თქმით, ხელფასიანი სტაჟირების წესის შემოღება იმისთვისაა საჭირო, რომ საჯარო სამსახურებში ხელი შეეწყოს ახალგაზრდა კადრების შედინებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარია სტაჟიორებისთვის 400-500 ლარის გადახდაზე, თუმცა ეს ცვლილებები არ შეეხება გარკვეულ სფეროებს, რომელთა შორისაცაა საგანმანათლებლო დაწესებულებები:

„კანონში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში, არსებული გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, განისაზღვრება სტაჟირების გავლის და მათზე კანონით განსაზღვრული რიგი ნორმების გავრცელების საკითხი. კანონის 1261 მუხლს ემატება 41 და 42 პუნქტები, რომლის მიხედვითაც გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტების, 841 -ე მუხლის პირველი, მე-3, - მე-4, მე-5 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, მე-6 და 61 პუნქტების მოქმედება. ასევე, გარდამავალ პერიოდში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება, სტაჟიორს ჩაეთვლება საჯარო დაწესებულებაში საქმიანობის სტაჟად“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203