ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, კინოჩვენება მოეწყო
28-09-2023

გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში, საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენაზე - სოხუმის დაცემაზე, გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა.  

მოსწავლეებმა, თომა ჩაგელიშვილის  დოკუმენტური ფილმი ნახეს, გაიაზრეს თუ რა მძიმე ჟამი იდგა ქვეყანაში და რამდენად ტრაგიკული თარიღია საქართველოსთვის 1993 წლის 27 სექტემბერი. 

მოსწავლეებმა, სამშობლოსთვის თავგანწირული გმირების სიმამაცეზეც ისაუბრეს და მათ მიმართ მადლიერება გამოხატეს, გაითავისეს ქვეყნის სადარაჯოზე დგომისა და სამშობლოს დაცვის აუცილებლობა.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს, ისევ ისე სტკივა ეს დღე, როგორც 30 წლის წინ.  

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203