„შესაძლებელი გახდა მასწავლებელთა ხელფასების ზრდა“... - რა წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში
28-09-2023
28 სექტემბერს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს; მანამდე კი განმარტებით ბარათში აღნიშნულია, თუ რა მიმართულებით გაიზარდა 2023 წლის ბიუჯეტი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაფინანსება გაიზარდა, როგორც სკოლისა და ბაღის პერსონალის ხელფასების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით:

„2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას დაფინანსების ზრდა განხორციელდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის:

თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება გაიზრდა 350,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების 20%-იანი ზრდა;

სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით დაფინანსება გაიზარდა 620,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში განხორციელდა როგორც პენსიების, ასევე ბავშვთა სოციალური დახმარებების ზრდა;

განათლების დაფინანსება გაიზარდა 550,0 მლნ ლარზე მეტით და შესაძლებელი გახდა როგორც მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, ასევე საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტების დაწყება;

ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით 2023 წლის ბიუჯეტში, სხვადასხვა მიმართულებებით ჯამურად 6,0 მილიარდ ლარზე მეტი იქნა გათვალისწინებული;

საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების შენარჩუნების მიზნით განხორციელდა ხელფასების 10%-იანი ზრდა და ამავდროულად საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდა მომდევნო პერიოდში საჯარო მოხელეების ხელფასების განსაზღვრის საკითხი“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203