„დიდება გმირებს“ - ბუკნარის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულები გაიხსენეს
11-05-2018
ბუკნარის საჯარო სკოლაში ღონისძიება „დიდება გმირებს“ ჩატარდა, რომელიც აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ალექსი ბერაძის ხსოვნას და სამამულო ომის მონაწილე ვეტერანებს მიეძღვნა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. სტუმრებს შორის ალექსი ბერაის დედაც იყო.
ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი გამოვიდა.
სკოლის დირექციის ცნობით, სტუმრებმა და დამსწრე საზოგადოებამ ერთი ლამაზი და თბილი დღე გაატარეს.