ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „სიანღელას“ ტყეში ექსკურსია მოაწყვეს
11-05-2018
ნუკრიანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიის ფარგლებში „სიანღელას“ ტყეს ეწვივნენ. 

მოსწავლეებს კლასის დამრიგებელი ბუნების მნიშვნელობასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე დაბინძურებული გარემოს უარყოფით გავლენაზე ესაუბრა.  

მოსწავლეებმა ბუნების დაცვის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს. მოსწავლეებმა მიღებული შთაბეჭდილება ხატვით, ძერწვით და ჩანახატების გაკეთებით გადმოსცეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, ბავშვებმა ამ ერთი დღით მრავალი უნარ-ჩვევა შეიძინეს, რომელიც მათ მათ სოციალურ-პიროვნულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203