განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 47 მილიონ ლარზე მეტით იზრდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კაკაურიძის თქმით, განათლების გაზრდილი ბიუჯეტიდან, თანხის უმეტესი ნაწილი სკოლების რეაბილიტაციას, ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მოხმარდება:
„35 მილიონი ლარი მიიმართება სკოლების რეაბილიტაციაზე, 10 მილიონი მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე, რომელიც მართალია, მუნიციპალიტეტების დელეგირებული უფლება-მოვალეობაა, თუმცა ამ თანხების გადაცემას სამინისტრო უზრუნველყოფს. 1,7 მილიონი ლარი ჯამურად სხვა პროგრამებისთვის გადანაწილება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.