გენდერული ძალადობის პრევენციის მიზნით ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ერთი თვის განმავლობაში პროექტი „არა ძალადობას“ ხორციელდებოდა.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციასთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ ერთად გაიმართა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1. ნახატებისა და სლოგანების გამოფენა-კონკურსი
2. ესსეების კონკურსი
3. ფლეშმობი
4. მოსწავლეთა კონფერენცია ძალადობის თემაზე
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და პროექტი დადებითად შეაჯამეს სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარის თანაშემწემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა მზია კიკალიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ ფსიქოლოგმა ნაზი ვარდოსანიძემ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო