მოსწავლეების რეგისტრაციის წესში ცვლილება შევიდა - სამინისტრო
29-09-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს ეხება, ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, მონაწილეობა შეუძლიათ საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, რომლებიც ელექტრონულ რეგისტრაციას გაივლიან.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის დროს მოსწავლე ირჩევს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებას, სადაც სწავლობს, ასევე შესაბამის რეგიონსა და მუნიციპალიტეტს; უთითებს პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს; ირჩევს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩასაბარებელ საგანს/საგნებს; ავსებს პაროლის ველს, რომლის გამოყენებითაც შეძლებს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში შესვლას, ხოლო რეგისტრაციის დადასტურების თაობაზე შეტყობინებას მიიღებს მობილურ ტელეფონზე.

ცვლილება შეეხო აღნიშნული წესის მე-2 მუხლს: „იმ შემთხვევაში, თუ პირი არის წინა წლის შესაბამისი საგნის/საგნების ოლიმპიადის გამარჯვებული ან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული/სასკოლო ნაკრები გუნდის წევრი/რეზერვისტი და იგი საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას/ვერ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურში, მას უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ მიიღო მონაწილეობა პირველ ან მეორე ტურში. საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის ან წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის/რეზერვისტის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია ბრძანებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203