წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი საქველმოქმედო ფესტივალში მონაწილეობდა.
ფესტივალი, 26 აგვისტოს, თბილისის კულტურისა და დასვენების პარკ „მზიურში“, საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალის „მხიარული ცისარტყელა“, ფარგლებში გაიმართა.
საქველმოქმედო კონცერტში - ქართული ცეკვის ფესტივალში, კუშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგის - გურამ იაკობიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფიული ანსამბლი „კუში“, ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის საპროდიუსერო კომპანია - „ჯადოსნური ხმებმა“, დიპლომით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტო: