ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში პედაგოგმა თამილა დავითაძემ მე-6 კლასში სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო სანიშნო (bookmark) ტექსტურ რედაქტორში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სანიშნოს გაკეთება, ნავიგაცია და ერთ დოკუმენტში შენახვა შეძლეს და სანიშნოს არსი უკეთ შეისწავლეს.
სკოლა თამილა დავითაძეს საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები