,,ერის დიდებით ერი დიდდება“ - ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
11-05-2018
ზედა კვირიკეს საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება -,,ერის დიდებით ერი დიდდება“ ჩატარდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენას ლექსებით შეასხეს ხოტბა, მშობლიური ენის შესახებ დაწერილი ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს და კედლის გაზეთი გააკეთეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203