ტურცხის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
11-05-2018
ტურცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის პედაგოგმა თამარ დევდარიანმა მე-6 კლასში, ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. 

პედაგოგმა სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები, ასევე, მრავალფეროვანი რესურსი გამოიყენა. 

საგაკვეთილო პროცესში გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა საერთო ასაკობრივი თავისებურება, ასევე ინდივიდუალური საჭიროებები და შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული გაკვეთილი ხარვეზების გარეშე, მაღალ დონეზე ჩატარდა, რაც თითოეული მოსწავლის ჩართულობის ხარისხითა  და აქტიურობით, ასევე  სკოლის შეფასების ჯგუფის წევრების შთაბეჭდილებებით-შეფასებით დადასტურდა.

ტურცხის საჯარო სკოლა თამარ დევდარიანს საინტერესო გაკვეთილისათვის მადლობას უხდის  და  მომავალ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203