ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
11-05-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. 

ღონისძიება სკოლის „ჩვენი საქართველო“-ს მასწავლებლის, ლელა ჩაბალოშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

VI კლასის მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა მემორიალი და პატივი მიაგეს გმირთა ხსოვნას. 

ისინი ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელშიც ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203