ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 29 სექტემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბაღის თანამშრომელთა ანაზღაურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტებისთვის გაზრდილი შემოსავლების გამო საბავშვო ბაღებში ხელფასის მომატება შესაძლებელი იქნება.
„მომავალ წელს საჯარო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 225 მილიონ ლარზე მეტი იქნება მიმართული. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ბაღის თანამშრომლების ხელფასი იზრდება, სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხზე მთავრობა მუშაობს - დეტალები