გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში სასიამოვნო სიახლეა.
მოსწავლე-მასწავლებლები მალე ახალი შენობით ისარგებლებენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მსოფლიო ბანკის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q” პროგრამის ფარგლებში, Design Build მეთოდით, ახალი სკოლების მშენებლობაა დაგეგმილი. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს ტენდერები 3 სკოლის, მათ შორის - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადდა.
სკოლაში ამ ფაქტით ძალიან გახარებულები არიან.
„სოფელ არაშენდაში ახალი სკოლა გვექნება! სატენდერო პროცედურების დასრულების და კონტრაქტის გაფორმების მიახლოვებითი პერიოდია 3 თვე. Design Build ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საპროექტო სამუშაოები 7 თვე და სამშენებლო სამუშაოები 18 თვე, ჯამში 25 თვე“ ,- გვეუბნებიან სკოლაში.