„ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას“-ახალსოფლის საჯარო სკოლამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო
14-05-2018
დაბა თიანეთის რესურსცენტრის უფროსის, ირაკლი ზვიადაურის ინიციატივით 9 მაისს  უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსი სახელწოდებით „ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს ისტორიას“ ჩატარდა, რომელშიც  მიიღო მუნიციპალიტეტის თერთმეტი სკოლის სამივე საფეხურის მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა მონაწილეობა.

აღნიშნულ კონკურსში ახალსოფლის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

პირველი ადგილი საბაზო საფეხურის ნაკრებმა გუნდმა და ახალსოფლის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის ნაკრებმა გუნდმა აიღო.

საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველობა ახალსოფლის ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა.

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პედაგოგებს, მაკა რიგიშვილს და ნათელა სისაურს გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის, ხოლო ბავშვებს მეტ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203