პანტიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დმანისის „ეტალონი გუნდის“ ტიტული მოიპოვეს
02-10-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლის გუნდმა „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატში“ დიდი წარმატებას მიაღწია.
მათ პირველი ადგილი დაიკავეს. გამარჯვებული 20 კითხვის შემდგომ გამოვლინდა და „დმანისის ეტალონი გუნდის“ ტიტული დაიმსახურა. გუნდის წევრები არიან: ჯანან გარიბოვა - VI კლასი, შირხან შარიფოვი - VI კლასი, სარა შარიფოვა - VI კლასი, ნაილ შარიფოვი - VII კლასი და ალი ნასიბოვი - VII კლასი.
აღსანიშნავია, რომ „ეტალონი“ ერთგულ ეტალონელებს დასწრებით რეჟიმში დაუბრუნდა და განახლებული ფორმატით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებისთვის გუნდურ კონკურსებს ჩაატარებს. პირველი მუნიციპალიტეტი დმანისი იყო, საგანმანათლებლო ცენტრში, ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
მოსწავლეთა საგულშემატკივროდ ცენტრში შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ბავშვებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე თითოეული გუნდი სახელობითი სიგელით, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებით დაჯილდოვდნენ.