სენაკის N1 საჯარო სკოლაში აქტუალური გაკვეთილი ჩატარდა
14-05-2018
სენაკის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნატო მორგოშიამ IX კლასში ჩაატარა გამჭოლი კომპენტაციის განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო საგნობრივი კომპენტეციისა (წიგნიერება-საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება) და სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის განვითარება.
მასწავლებელმა გაანალიზა საგნობრივი სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციის ურთიერთკავშირი, მოიძია რესურსები და შეიმუშავა სათანადო აქტივობები.
სკოლის აღსაზრდელებმა ვიდეო-რგოლი - „ჩაგრულები დღეს და ბატონები ხვალ“ და ანიმაციური ფილმი - ,,ბულინგი პრობლემაა“ ნახეს. პედაგოგმა მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის გასააზრებლად კოგნიტური სქემები წარუდგინა.
გაკვეთილს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა.
„გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს ტექსტი „ბულინგი“ და ამაღლდა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. გაკვეთილი იყო აქტუალური, რადგან ძალადობა მწვავე სოციალური პრობლემაა და ის განსაკუთრებული სიმძაფრით სკოლაში ვლინდება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები