შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი - დეტალები
03-10-2023
საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი შემუშავდება. დოკომუნეტში არ არის განმარტებული, რა ცვლილებები შეიძლება ვიხილოთ ახალ წესში ან კონკრეტულად როდის გამოქვეყნდება სიახლეები, თუმცა აღნიშნულია, რომ რეგულირების წესი მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების შესაბამისობის მიხედვით შემუშავდება. 

„შემუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესი. განხორციელდება მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებები მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად“, - აღნიშნულია ბიუჯეტში.

„სკოლის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება შემდეგ წელს...“

დოკუმენში, ასევე ვკითხულობთ, რომ უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციული
პერსონალის შრომის ანაზღაურება დაგეგმილი განათლების რეფორმისა და მასწავლებელთა კარიერული სქემის დანერგვის შესაბამისად.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203